ზღვის სეზონის გახსნამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ქობულეთში კი დამცავი კედლის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვადების დარღვევის გამო, ქობულეთის პლაჟზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კერძო კომპანიის ნაცვლად სახელმწიფო კომპანია გააგრძელებს.
საქმე ეხება 8 მილიონის ღირებულების პროექტს და სამუშაოებს, რომლის ჩაბარების თარიღიც რამდენიმეჯერ გადავადდა. ინფრასტრუქტურის მინისტრი პირობას დებს რომ პლაჟის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვაო სეზონამდე მოეწყობა.