სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

23 აპრილი 2018, 00:00 2184 ნახვა

“ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო, მე შევცდი!” – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც სერჟ სარგსიანმა მოქალაქეებს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცნობა. სომხეთში “ხავერდოვანი რევოლუცია” შედგა, მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა სომხეთის პირველი ვიცე-პრემიერი. სომხებს გამარჯვება რუსეთში მიულოცეს.

ფედერაციის დუმის ვიცე-სპიკერის განცხადებით, არცერთ ერს არ სურს სახელმწიფოს სათავეში, ერთი და იმავე ადამიანის, ათწლეულობით ხილვა. ერევანში განვითარებულ მოვლენებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ,,ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურა. სომეხ ხალხს უწყვეტი აქციებით მიღწეულ მიზანს ულოცავენ საქართველოშიც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი