დღეს მსოფლიო დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წლევანდელი ღონისძიების გზავნილია “მსოფლიოს მობილიზება პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად”. სტარტს იღებს მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია „გარემოს გულისთვის”. რომლის მიზანიც საქართველოში სამთავრობო სექტორის, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნების ღონისძიებებში ჩართვაა.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. კონფერენციები, დასუფთავებისა და ხეების დარგვის აქცია. 1970 წელს გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აშშ-ში მოწყობილი ერთჯერადი აქციის ,,დედამიწის დღე“ შემდეგ თარიღის აღნიშვნა დაიწყო. საქართველოში კი იგი 1990 წლიდან აღინიშნება.