ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში უნდა შევიდეს.
კოლექტორის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანო სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება. მისი ღირებულება – 3 მილიონ 600 ათას ევროს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ბათუმის ვიცე-მერი გაეცნო.