“ფაშა”- ახალი წარწერა სასტუმროზე

15 აპრილი 2018, 00:00 2771 ნახვა

ევროპის მოედანზე მდებარე სასტუმროზე, წარწერა “ფაშა” ამჯერად “მედეას” გარეშე გამოჩნდა. სახელის შეცვლასთან დაკავშირებით განმარტება კომპანიაში არ გაკეთებულა. აბრა  “მედეა -ფაშა”  შენობაზე “მთავარის” ობიექტივში რამდენიმე დღის წინ მოხვდა. წარწერამ მოქალაქეების ნაწილი გააღიზიანა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ გუშინ დაანონსა, სახელწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იგეგმებოდა კომპანიასთან.

ამ განცხადების  შემდეგ  აბრა შენობიდან ჩამოხსნეს.  საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბარათაშვილის 17 ნომერში სასტუმრო შპს “პრეზიდენტ პლაზა ჰოტელ”,  2017 წლის 16 ოქტომბერს, 10 წლიანი იჯარით შპს ''”ფაშა გლობალ ინვესტმენტმა”'' აიღო.  სასტუმროს ფასადზე სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში