საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში

15 აპრილი 2018, 00:00 2107 ნახვა

94 ეკომიგრანტ ოჯახს, რომელთაც წლების წინ აჭარიდან ლაგოდეხში მოუწიათ გასახლება დღეს ბინები დაუკანონდათ. 2004-2009 წლებში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოფელ ჰერეთისკარში ჩსახლებულ ეკომიგრანტებსაც შეხვდნენ.

ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დააარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად პროექტებს ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი