სირიის ქალაქ ალეპოში მომხდარი აფეთქების შედეგად კი 20 ადამიანი დაიღუპა. თუმცა ადგილობრივი მედიის განცხადებით, აფეთქება დასავლეთის მიერ კოორდინირებული იერიშით გამოწვეული არ არის. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში კონტროლირებადი აფეთქებები ხორციელდებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობი რჩება, რა გახდა აფეთქების მიზეზი.
ინციდენტი ალეპოს სამხრეთ ნაწილში ირანის საწვრთნელი ბანაკის ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების რაიონში ცაზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის თვითმფრინავები შენიშნეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფები.