აბრა “მედეა ფაშა” ჩამოხსნეს

14 აპრილი 2018, 00:00 6907 ნახვა

ევროპის მოედანზე მდებარე სასტუმროდან წარწერა „ფაშა მედეა“ ცოტა ხნის წინ ჩამოხსნეს. ბარათაშვილის 17 ნომერში სასტუმრო “პრეზიდენტ პლაზა ჰოტელ”-ის შენობის გარე ფასადზე ახალი აბრა - წარწერით ”ფაშა მედეა' გუშინ გამოჩნდა. სახელწოდებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. მანამ კი “მთავართან” აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კომპანიასთან ერთად იმსჯელებდნენ. საკითხს გამოეხმაურა ქალაქის მერიც. 

ბათუმის საკრებულოში ამბობდნენ, რომ სასტუმროსთვის  სახელის დარქმევის საკითხი ადგილობრივ დონეზე კანონით არ რეგულირდება. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “პრეზიდენტ პლაზა ჰოტელ”,  2017 წლის 16 ოქტომბერს, 10 წლიანი იჯარით შპს ფაშა გლობალ ინვესტმენტმა'' აიღო.  სასტუმროს ფასადზე სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი