ე.წ-ულ ,,ოცნების ქალაქში” თვითნებურად შესახლებულები ''ენერგო -პრო ჯორჯიასა'' და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავენ და ითხოვენ დამატებითი მრიცხველების მონტაჟს. აცხადებენ, რომ ამის აუცილებლობა ელექტროენერგიის ხშირმა გამოყენებამ გამოიწვია. ამასთან აბონენტების სიმრავლის გამო, მათი თქმით, ძაბვა ხშირად ვარდება.
ენერგო-პრო-ჯორჯიაში სატელევიზო კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღებენ.