მსახიობ ლეილა აბაშიძეს დღეს საკუთარი ანდერძის თანახმად, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში 12:00 საათიდან დაიწყება.
ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 30-მდე ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები.