ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგიკულად დაღუპულ გოგი რაფავას დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართება, საიდანაც საგვარეულო სასაფლაოზე გადაასვენებენ.ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მეშახტე სამშაბათს დაკრძალეს.
ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში რჩება 55 წლის სამთო ოსტატი გიორგი ნიქაბაძე. უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მოხდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამმა მეშახტემ კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.