„ჩვენი ჯარი“-საჯარო სკოლებში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი დაიწყო. შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ.
პროექტის მონაწილეები მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციებს მიაწვდიან. პროექტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.