უმაღლესი საბჭოს კომისიებს სახელწოდება შეეცვლებათ და კომიტეტებად გადაკეთდებიან. რეგლამენტში აღნიშნულ ცვლილებას საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და არ გულისხმობს შემადგენლობის და კომისიების აპარატის ცვლილებას. ის ძალაში აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ შევა.