დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება

09 აპრილი 2018, 00:00 2223 ნახვა

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. მართლმადიდებლები აღდგომის მეორე დღეს მიცვალებლუთა საფლავებზე გადიან და წინაპართა ხსოვნას პატივს აგებენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში 11 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი დღეს 23 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ავტობუსი, სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, პუშკინის, მელიქიშვილის, ბარათაშვილისა და შავშეთის ქუჩების გავლით, ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი