აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

08 აპრილი 2018, 00:00 2724 ნახვა

მართლმადიდებელი ქრისტიანები, დღეს, აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. ბიბლიის ახალი აღქმის მიხედვით, ჯვარცმული იესო ქრისტე, სამი დღის შემდეგ მკვდრეთით აღსდგა. აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც წინ უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი.

სწორედ ამიტომ, სადღესასწაულო ლიტურღია, ყველა მოქმედ ტაძარში განსაკუთრებულად სრულდება. დილამდე გაგრძელდა სადღესასწაულო ღვთისმსახურება ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარსა და ხიჭაურის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის  ხატის  სახელობის ტაძარში.

ამავე კატეგორიაში