ძლიერი ნისლის გამო შეფერხებული ავიარეისი. თელავივიდან ბათუმის მიმართულებით მომავალი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა. “არტიის ავიახაზების” თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა და თელავივიდან მომავალი მგზავრები ახლა ქუთაისში არიან გაჩერებულები, მათთან ერთად ამინდის გაუმჯობესებას ის მგზავრებიც ელოდებიან, რომლებიც თელავივში მიდიან და რეგისტრაცია უკვე გაიარეს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ბათუმის - თელავივის რეისი მოგვიანებით შესრულდება.