ლელობურთი აღდგომის დღესასწაულზე

08 აპრილი 2018, 00:00 1982 ნახვა

დღეს ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელობურთი 17:00 საათზე გაიმართება. იგი სოფელ შუხუთის ცენტრში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები შეეჯიბრებიან.  საბოლოოდ, ის გაიმარჯვებს, ვის მხარესაც 16-კილოგრამიანი ბურთი აღმოჩნდება.

გამარჯვების მოსაპოვებლად, მხარეები  ფიზიკურ დაზიანებებსაც არ ერიდებიან და ბურთის ერთი წლით ხელში ჩასაგდებად, ყველა შესაძლებლობას იყენებენ. ბურთი მოთამაშეებმა თავად, ტყავის, სველი ქვიშისა და ნახერხის გამოყენებით უკვე დაამზადეს.

ამავე კატეგორიაში