ბათუმის მერი: ''ღია სანიაღვრე არხების ცხაურებით  დახურვა აუცილებელია''

06 აპრილი 2018, 00:00 2016 ნახვა

ქალაქის მერი აცხადებს, რომ ღია სანიაღვრე არხების ცხაურებით დახურვა ქალაქის ტერიტორიაზე აუცილებელია. ლაშა კომახიძის განცხადებით, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.  ღია სანიაღვრე არხების  მოვლა-პატრონა შპს ,,ბათუმის წყლის” ვალდებულებაა, სადაც აცხადებენ, რომ აეროპორტის გზატკეცილზე, ასევე მიმდებარე ქუჩებზე სანიაღვრე არხების  გადახურვისა და მათი გამტარუნარიანობის შესწავლის მიზნით სამუშაოები დაიწყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც მოკვლევა ამ მიმართულებით დასრულდება სპეციალისტები საპროექტო გეგმაზე დაიწყებენ მუშაობას. თუმცა ,,მთავარის” შეკითხვაზე როდის დაიწყება უშუალოდ არხების ცხაურებით გადახურვა, განმარატვენ, რომ პროცესი შრომატევადია და ჯერ-ჯერობით ვადები დაზუსტებული არ არის.

26 მარტს აეროპორტის გზატკეცილზე ერთ-ერთ სანიაღვრე არხში, რომელიც ამ ქუჩაზე არსებული სხვა არხების მსგავსად არ არის დახურული ახალგაზრდა ქალი ჩავარდა და დაშავდა. მას დაზიანებები ჰქონდა სახის არეში, ასევე დაუდგინდა ტვინის შერყევაც. იგი სამი დღის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ამავე კატეგორიაში