დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

06 აპრილი 2018, 00:00 2261 ნახვა

ტყიბულში დაშავებულები  მკურნალობას ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალში გადიან. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ სამი დაშავებულიდან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი  რეანიმაციაში რჩება.

თამარ ჯანელიძის ინფორმაციით, ორი პაციენტს თავის ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა დაუდგინა, მესამეს კი ქალა ტვინის მძიმე ტრავმა აქვს, თავის ტვინის დაჟეჟილობა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. გუშინ გვიან ღამით კიდევ ერთი მაღაროელი დაშავდა ჭიათურაში. შემთხვევა ითხვისის მაღაროში მოხდა. მუშამ მხრის დაზიანება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელი მუშაობისას წაიქცა და იგი მალევე გამოწერეს კლინიკიდან

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი