ექვსი დაღუპული, სამი დაშავებული მაღაროში

05 აპრილი 2018, 00:00 2655 ნახვა

26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა – ეს ის ექვსი ადამიანია, რომელთა სიცოცხლე მინდელის შახტში, გამთენიისას მომხდარ, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.  

გარდაცვლილებისა და დაშავებულების ახლობლები ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ. გამოძიება როგორც ყოველთვის დაწყებულია. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა რამაც ტყიბულში ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, ამავე შახტში გასული წლის მაისში 5 მეშახტე დაიღუპა. 

ამავე კატეგორიაში