ხელვაჩაურის სოფელ ჩელტაში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით გამართეს. ამბობენ, რომ სამარშუტო ტაქსები სოფელში საათში ერთხელ დადიან. აქციას სკოლის პედაგოგებიც შეუერთდნენ
"აუცილებელია დამატებით დაინიშნოს სამარშრუტო ხაზი, სოფელში მხოლოდ 147 ნომერი დადის, ისიც საათში ერთხელ მოძრაობს, ამის გამო მასწავლებლებს სკოლაში მისვლა აგვიანდებათ. მინიმუმ ნახევარ საათში ერთხელ დადიოდეს" - ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები.
ჩელტაში მცხოვრებლები მგზავრობის ტარიფის თვითნებურ ზრდასაც აპროტესტებენ, პრობლემის შესახებ მერიაში დაწერეს განცხადებაც, თუმცა "პასუხი ამ დრომდე არ მისვლიათ".
147 სამარშუტო ხაზზე ტარიფი თებერვალში გაიზარდა.