ზვარეს  მეჩეთს  დროებით  გადახურავენ

05 აპრილი 2018, 00:00 1899 ნახვა

ქედაში, სოფელ ზვარეს მეჩეთს დროებითი სახურავით გადახურავენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სახურავისთვის შესაბამისი პროექტის მომზადებაა საჭირო, რაც დროს მოითხოვს, ამიტომაც  მერიასთან შეთანხმებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დროებით გადახურავენ, რადგან მოსალოდნელმა წვიმამ შენობის ინტერიერში არსებული ორნამენტები არ დააზიანოს.

ზვარის მეჩეთს სახურავი ძლიერმა ქარმა სამი დღის წინ გადახადა. შენობიდან მოწყვეტილმა თუნუქის ფურცლებმა იქვე მდებარე საცხოვრებლის სახურავიც დააზიანა. მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი კომისია ზარალს დაითვლის და დახმარების საკითხი გადაწყდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი