ივანე მესხის ქუჩაზე მცხოვრობ 300-მდე ოჯახს წლებია წყლის და კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. ადგილობრივები ყვებიან, რომ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის არ არსებობის გამო ჭაბურღილის წყლით სარგებლობენ. მათივე თქმით, მერიას არაერთხელ მიმართეს. ბათუმის მერიას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები. კომპანია “ბათუმის წყალში” აცხადებენ, რომ წყალმომარაგების ქსელის პროექტი უკვე მზადაა.
14 მილიონი ლარის პროექტის განხორციელება რამდენიმე დღეში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. რამაზ ასანიძის თქმით ბათუმთან შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგება სალიბაურის და ინჯალოს რეზერვუარებიდან მოხდება. რაც შეეხება საკანალიზაციო ქსელს, ამბობს რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ პროექტირება მიმდინარეობს.