აჭარის მაუწყებელი დაღუპული თანამშრომლის საქმის მოკვლევის მონიტორინგს სახალხო დამცველს სთხოვს

05 აპრილი 2018, 00:00 2808 ნახვა

აჭარის მაუწყებელი დაღუპული თანამშრომლის საქმის მოკვლევის მონიტორინგს სახალხო დამცველს სთხოვს. მიმართვა მაუწყებლის ადმინისტრაციამ ნინო ლომჯარიას დღეს გაუგზავნა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ტელევიზიის თანამშრომლის ზუკა ფაღავას გარდაცვალებამ სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. 

"2018 წლის 30 მარტს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, ზურაბ ფაღავა, სამუშაო ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. საკითხის მოკვლევისთვის, მაუწყებელმა „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ მიმართა. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, ადამიანის სიცოცხლის დაცვის უზრუნველყოფა, როგორც თავად სახელმწიფოს, ისე მათ შორის მესამე მხარის მიერ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი გაუწიოთ პროცესს". 

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუკა ფაღავას დაღუპვის მიზეზებისა და მომსახურების ხარისხის შემოწმების შესწავლის მოთხოვნით ''სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც'' მიმართა.

სააგენტო ფაქტის მოკვლევას სასამართლოსგან ნებართვის შემდეგ დაიწყებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი