აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ, აღნიშნული პროცედურა სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ცვლილებების თანახმად, მანდატურის ვალდებულებაა, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.