ძალადობის ფაქტები სკოლებთან

03 აპრილი 2018, 00:00 2053 ნახვა

არაერთი კრიმინალური გარჩევისა და კონფლიქტის ფონზე გააქტიურებული სახელმწიფო უწყებების მუშაობის ეფექტიანობა კვლავ ეჭვქვეშ დგება – სკოლის მიმდებარედ მომხდარი მორიგი შემთხვევის შედეგად დაჭრილი მოზარდი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

გამოსავალს განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ამ ეტაპზე კოორდინირებულ მუშაობასა და მანდატურის სამსახურის გაძლიერებაში ხედავენ, თუმცა ამ დრომდე ათობით სკოლაა მხოლოდ რეგიონში, რომელშიც მანდატურის სამსახური, მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირის გამო, საერთოდ არ შესულა.

რამდენიმე თვეა აქტიურად საუბრობენ სკოლებში ფსიქოლოგების ყოფნის აუცილებლობაზეც, ამასთან სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბულინგისა და ძალადობის აღსაკვეთად ოჯახის როლიც მნიშვნელოვანია.
 

საუბარი, გეგმები, მიზნები, გაცხადებული პოზიციები ცნობილია ახლა მთავარია საქმე – ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება გადაიდგა თუ არა ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები არასრულწლოვანთა დასაცავად? 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში