სოხუმის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა. ლაშა კომახიძის ინფორმაციით, ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დაიწყო და ივლისში დასრულდება. იცვლება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდება საკომუნიკაციო ქსელები. პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 620 ათასი ლარია გათვალისწინებული.