აჭარის საიმიჯო კლიპის განახლებულ ვერსიაზეც BBC-მ იმუშავა და სლოგანით "აირჩიე შენი ფავორიტი ფერი" BBC World-ზე ტრიალებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ საიმიჯო კლიპს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ნახავენ. "რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალს მილიონობით მაყურებელი ეცნობა," - ამბობენ უწყებაში.
ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ რეკლამები განთავსდება „ევრონიუსი“-სა და „დოიჩეველე“-ს ბადეშიც. დამატებით, რეგიონის 16 სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში სიუჟეტები და გადაცემები დაემატება.
უწყება აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ონლაინ საშუალებით, გარე რეკლამით და სხვა აქტივობებით ახორციელებს.