ნაციონალური მოძრაობა არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს

02 აპრილი 2018, 00:00 1779 ნახვა

''ერთიანი  ნაციონალურ მოძრაობა''პროკურატურას მიმართავს. საქმე ეხება ჩაქვი - მახინჯაურის შემოვლითი გზის მოწყობას. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, საგზაო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე გვირაბთან შემოვლითი გზა უნდა გაკეთდეს, სამუშაოები გასულ წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ მიმდინარეობს.  

ბაგრატიონის აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შემოვლითი გზის გაყვანის საჭიროება არ არის და დამატებითი მონაკვეთი ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირების მიზნით გაჰყავთ, რისთვისაც 8 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

საქართველოს საგზაო დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურმა მიზეზად დეპარტამენტში თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა დაასახელა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი