''აუტიზმის გასაღები-სიყვარულია''-ამ სახელწოდების აქცია ჩატარდა ქედაში. მერიის წარმომადგენლებმა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან ერთად აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.
გაუშვეს ფერადი ბუშტები, ბავშვებმა კი ასფალტზე აუტიზმის სიმბოლო დახატეს.. ღონისძიების მიზანი აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.