გიამბობთ ქალზე, რომელმაც ქალაქს სოფელი არჩია, ჰობი კი, წარმატებულ ბიზნესად აქცია. თამარ ბალაძე დარწმუნებულია, რომ მის მეურნეობაში მოყვანილი ჟოლო, აუცილებლად გავა ევროპულ ბაზარზე.
თუმცა, ჟოლოს პლანტაციები, მისი ბიზნეს საქმიანობის ერთადერთი კომპონენტი არ არის, აშენებს საოჯახო ტიპის სასტუმროს, მარანს და აქვს ყვავილების სათბური. ის რომ ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია, ამას თამარის ისტორიაც მოწმობს, რომელმაც საკუთარი ბიზნესი, სწორედ ვარდებით დაიწყო, თუმცა მანამდე იყო რთული გზა, რომლის დაძლევაშიც მას, ოჯახის წევრები დაეხმარნენ.