ჰაერის დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებელი. აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის კვლევაში სახელმწიფო უწყებებს აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს. ინიციატივებზე მუშაობას გეგმავს პარლამენტი. გარემოს დაცვის კომიტეტი ჰაერის ხარისხის მოკვლევას იწყებს, თუმცა მხოლოდ თბილისში.
კახა კუჭავას თქმით, პროცესი ყველასთვის ღიაა. დაგეგმილია აუდიტის დასკვნის განხილვაც. პარლამენტში აცხადებენ, რომ მოკვლევის შედეგად გამომწვევი მიზეზები დადგინდება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები კონკრეტულ რეკომენდაციებს მიიღებენ. საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.