ბზობის დღესასწაულის მოახლოების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, კამპანიას - „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს. სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. უწყების ცნობით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.