რუსეთში გლოვის დღეა

28 მარტი 2018, 00:00 1860 ნახვა

რუსეთი დაღუპულებს გლოვობს. ტრაგედიისას დაღუპულთა დაკრძალვის პარალელურად ქვეყნის დედაქალაქსა და კემოროვის ოლქში აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დასჯას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ამასთან აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით დიდია ვიდრე ამას ოფიციალური უწყებები იტყობინებიან.

ამასთან, დღეს რუსული მედია ხანძრის შესაძლო განზრახ გაჩენაზე ალაპარაკდა. გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოშიც. ბათუმში ვარდების სკვერში ყვავილები, ბუშტები და სათამაშოები მიიტანეს. სამძიმრის წიგნი გაიხსნა თბილისში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი