ბათუმში, ვარდების სკვერში მოქალაქეები მიდიან, ყვავილები მიაქვთ, სანთლებს ანთებენ და ამ ფორმით კემეროვოში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
რუსეთის ქალაქ კემეროვში ტრაგედია 25 მარტს მოხდა. სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა დასახელდა. გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით არის აღძრული. დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის შენობის მფლობელი და დაცვის ის თანამშრომელი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. როგორც, ადგილობრივი მედია წერს, სავაჭრო ცენტრში სახანძრო სიგნალიზაცია რამდენიმე კვირა არ მუშაობდა და ამის შესახებ მეპატრონეები ინფორმირებულები იყვნენ.