სამზადისი საჭადრაკო ოლიმპიადისთვის. 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში სექტემბერში გაიმართება, მანამდე კი ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. სპორტის სასახლის მშენებლობას ამ წუთებში კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლიტვის ფინანსთა მინისტრი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ფიდეს დელეგატები და აჭარის მთავრობის თავმჯოდმარე ეცნობიან.