დაშავებული ქართველი სამხედროები აშშ-დან სამშობლოში 20 მედლით დაბრუნდნენ. ქართველმა სამხედროებმა 6 - ოქროს, 6 - ვერცხლის და 9 - ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ.
საზღვაო ქვეითთა თამაშები აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ გაიმართა და მასში 7 ქვეყნის 173 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ქართველმა დაშავებულმა სამხედროებმა სპორტის 6 სახეობაში იასპარეზეს.