პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტ დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ლუკაშენკოს განსაკუთრებულ წვლილს და მისი 2015 წლის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში.
საუბარი შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელმოწერილ დოკუმენტებს ისტორიული უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.