საკონსტიტუციო სასამართლოში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი განხილვა გაგრძელდა. მოსარჩელე ასაჩივრებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც თუ კონკრეტული რელიგიური აღმსარებლობის სახელით დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობისთვის, აუცილებელია, მათი ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გაერთიანება ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნა, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები მხოლოდ მუსლიმ თემს ავალდებულებს, გაერთიანდნენ/ითანამშრომლონ, მაშინ, როდესაც მსგავს მოთხოვნას არ უყენებს ქრისტიანული აღმსარებლობის გაერთიანებებს, კერძოდ, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას. საქმეს საქართველოს სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. რელიგიოუს საკითხთა სახლმეწიო სააგნეტო იურისტი მხარეს არ ეთანხმება, და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული პირისი მოსაზრებაა და რელაობას არ ასახვას.