რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

22 მარტი 2018, 00:00 2344 ნახვა

ფოტო: editor.ge 

ცოტა ხნის წინ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა,  საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.  იოსებ გუნძიშვილი და დავით გერკეული სოფელ აძვადან აიყვანეს, ეს სოფელი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. 

ახალგაზრდები, "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით,  ნახევარი საათის წინ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აიყვანეს. 

სავარაუდოდ ისინი სოფლის ეკლესიაში იმყოფებოდნენ. 

ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს, მედიასაშუალებამ ერთ-ერთი დაკავებულის, დავით გერკეულის დედასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელმაც მომხდარის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გაიგო. 

"მეშინია არ გაიზიარონ არჩილ ტატუნაშვილის ბედი" განაცხადა დაკავებულის დედამ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი