უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება. მესამე ტალღის ფარგლებში შეხვედრები აჭარაში გაიმართა. თვითმმართველობისა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ქობულეთში შეხვდნენ. ისაუბრეს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დაცვის მნიშვნელობაზე და იმ რისკებზე, რაც ვიზალიბერალიზაციის პროცედურების დარღვევას ახლავს.
ექსპერტების განცხადებით, აუცილებელია მოსახლეობამ იცოდეს რა საფრთხეებს უქმნის ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენება. საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ექსპერტების ჩართულობით ტარდება.