"გიდის პროფესია"-ასე ჰქვია წიგნს რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდებისთვის გამოუშვა. პრაქტიკული სახელმძღვანელოში გიდის მიერ ექსკურსიის მომზადება და ჩატარების ხელოვნება, სამედიცინო კომპეტენციები და პირველად სამედიცინო დახმარება ასევე აჭარის მოკლე ისტორია და ძირითადი ტურისტული მარშრუტებია განთავსებული.
პრაქტიკული სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი გიდის პროფესიის თეორიულ ნაწილს დაეთმო, რომელიც ნიკო კვარაცხელიას სახელმძღვანელოს "გიდის ხელოვნება"-სალექციო კურსის მიხედვით დამუშავდა.