რეზოლუცია ტატუნაშვილის საქმეზე

22 მარტი 2018, 00:00 1754 ნახვა

რეზოლუციის მიღების შემდეგ საქართველომ აქტიურად უნდა გაგრძელოს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, აცხადებენ საკანონმდებლო ორგანოში. ევროპულ საქართველოში ელოდებიან “ოთხოზორია ტატუნაშვილი სიის” წარდგენას, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამნაშავთა გვარები იქნება ასახული. უმცირესობა მათზე მკაცრი სანქციების დაწესებას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს. მმართველი ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორების დაშვებას მოითხოვენ.  

3 თვეში კი სპეციალურმა უწყებამ, რომელსაც მთავრობა შექმნის, ოთხოზორია ტატუნაშვილის სია უნდა შეადგინოს. რეზოლუცია გუშინ 106 ხმით მიიღეს, კენჭისყრაში მონაწილეობა პატრიოტთა ალიანსმა და ნაციონალურმა მოძრაობამ არ მიიღო. დოკუმენტით კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც არღვევევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და ჩადის დანაშაულს საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი