აჭარის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რაოდენობა, ადგილმდებარეობა, თარიღი და ფუნქციური დანიშნულება საბოლოოდ დაზუსტდა. თემაზე დღეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას ტურისტული სააგენტოებისა და ტურიზმის დეპარტამენტისა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვლეობის შემსრულებელის თქმით, შეხვედრის მონაწილეებს აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაცული სრულყოფილი და სისტემატიზირებული საინფორმაციო ბაზა გადაეცემათ, რომელიც როგორც ტექსტურ ასევე გრაფიკულ მონაცემებსა, ფოტომასალასა და ელექტრონულ რუქებს მოიცავს.