აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მობილობის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ პირებს, ასევე რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ შემოქმედებით ჯგუფებს შეუძლიათ.
მსურველებმა დოუმენტაცია სამინისტროს კანცელარიაში 30 მარტამდე უნდა წარადგინონ. უწყებაში აცხადებენ, რომ კონკურსი წელს მეექსვედ ტარდება და ბიუჯეტი 100 ათასი ლარია.