დევდარიანის პასუხი “ 21 წლის გოგოს”

18 მარტი 2018, 00:00 1851 ნახვა

სიცრუეს უწოდებს მის მიმართ გავრცელებულ ყველა ამბავს ზვიად დევდარიანი. მისი თქმით ეს აგორებული კამპანია და შანტაჟია. არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს ხელმძღვანელის თქმით სამარცხვინოა, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან შემთხვევის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მისი თქმით “ქალთა მოძრაობის” მხრიდან მისი როგორც დამნაშავის და მოძალადის მოძალადის წარმოჩენა მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის ჩვენებით სამარცხვინოა.

ზვიად დევდარიანი მის შესახებ გავრცელებულ ერთ-ერთ ამბავს ეხმაურება სადაც 21 წლის გოგო დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში საჯაროდ ადანაშაულებს. იგი შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ მათ შორის არანაირი ფიზიკური კონტაქტი არ მომხდარა. ამის შემდეგ კი გოგო სახლში მანქანით მიიყვანა და როგორც ამბობს ერთმანეთს მშვიდად დაშორდნენ. 

ამავე კატეგორიაში