ბათუმში მოსწავლეთა 72-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია მიმდინარეობს, იგი 3 ეტაპისგან შედგება. მონაწილეები თემებს მათ მიერ არჩეულ საგნებში სხვადასხვა თემატიკაზე წერენ. წელს პირველად კონფერენციაზე თემები: სპორტის, ტურიზმისა და პროექტების სექციაშიცაა წარმოდგენილი.
ჯამში 21 სექციაში და 173 ნაშრომია. კონფერენცია სახელწოდებით “ილია ჩვენი თანამედროვე” ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავს ეძღვნება და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით ტარდება, ფინანსური მხარდამჭერი კი აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროა.