საიას  კვლევის პრეზენტაცია

16 მარტი 2018, 00:00 1680 ნახვა

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პერიოდში ქალთა ჩართულობა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორი შუალედური კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის მიხედვით ქალთა პოლიტიკური ჩართულობა დაბალია. თვითმმართველობის არჩევნებში 64 მერიიდან ქალი მხოლოდ ერთია.

წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ქალების აქტიურობა  2 პროცენტამდეა გაზრდილი. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ეს ციფრი 40 პროცენტი უნდა იყოს და ეს საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი პუნქტია. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათი ინფორმირებულობა საარჩევნო სუბიექტების მიმართ დაბალია, ასევე ინდიფერენტულია მათი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ. კვლევას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუესაიდის დაფინანსებით ახორციელებს და ის სამ წლიანია

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი