სკრიპალის საქმე: ბრიტანეთი-რუსეთის დაპირისპირება

15 მარტი 2018, 00:00 3016 ნახვა

ბოლო პერიოდში პირველად – ხისტი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის დაპირისპირება გრძელდება – ამჯერად მოსკოვი აპირებს საპასუხო ნაბიჯი გადადგას და რუსეთიდან გააძევოს ბრიტანელი დიპლომატები.

მანამდე დიპლომატების გაძევების შესახებ განცხადება ტერეზა მეიმ გაავრცელა. გადაწყვეტილება, რომელსაც მხარს უჭერს თეთრი სახლი, ბრიტანეთში მცხოვრები სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის რუსული წარმოების ნივთიერებით მოწამვლას უკავშირდება, სწორედ ამიტომ ბრიტანეთი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

საქმის უკან რუსეთის კვალს ხედავს დონალდ ტრამპიც. სკრიპალი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკია, მას პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულმა სამეფომ 2010 წელს მისცა.

დასავლურ მედიაში პარალელს ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმესთან ავლებენ. იგი 2006 წელს მოწამლეს. ათი წლის თავზე გაერთიანებულმა სამეფომ ლიტვინენკოს მკვლელობა ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებულ მკვლელობის აქტად შეაფასა. 

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი