როდის აშენდება თამარის გზატკეცილზე ქვეითთა ხიდები? - მერიას პროექტში ცვლილება შეაქვს

15 მარტი 2018, 00:00 2786 ნახვა

ბარცხანის დასახლებასთან ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის პროექტში მერია ცვლილებებს შეიტანს. ლაშა კომახიძის თქმით, კორექტირება ძირითადად ნაგებობის არქიტექტურულ ნაწილს და დიზაინს შეეხება.

თამარ მეფის ქუჩაზე ხიდების მშენებლობისთვის თვითმმართველობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ერთ შემთხვევაში არ შედგა, მეორედ კი ერთადერთმა პრეტენდეტმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

პროექტის ღირებულება 186 ათას 100 ლარი იყო. როდის გამოცხადდება მორიგი ტენდერი, ჯერ უცნობია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი